პოლიტიკა
სააკაშვილი: „პატრიარქმა ფილარეტმა წმინდა გიორგის მედლით უკრაინაში მებრძოლი 30–ზე მეტი ქართველი დააჯილდოვა“ (ვიდეო)

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. კიევში, ვლადიმერის ტაძარში, საშობაო ღვთისმსახურებაზე კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა წმინდა გიორგის მედლებით დააჯილდოვა უკრაინის დამცველი 30–ზე მეტი ქართველი. ამის შესახებ ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქ–გვერდზე იტყობინება და აღნიშნავს, რომ რომ კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქმა იგი კორუფციასთან ბრძოლისა და უკრაინის პოლიტიკის წმენდის საქმეში დალოცა (ვიდეო იხ. აქ).

 „დღეს საშობაო მსახურების დროს, წმინდა  ვლადიმირის ტაძარში პატრიარქმა ფილარეტმა წმინდა გიორგის მედლით დააჯილდოვა 30 ქართველი მებრძოლი. რომლებიც უკრაინას პუტინის აგრესიისგან იცავენ.

 პატრიარმა ასევე დამლოცა მე კორუფციასთან ბრძოლისა და  უკრაინის პოლიტიკის წმენდის  საქმეში. თავის მხრივ მე ძალიან გახარებული ვიყავი, რომ  იმ ტაძრიდან შემეძლო მიმელოცა  ვლადიმირის ტაძარში მოსულთათვის და  ყველა უკრაინელისთვის  შობის დღესასწაული,  რომელშიც მე ახალგაზრდობის ასაკიდან დავდივარ.

 დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ და მებრძოლების თავის პოზიციებზე დაბრუნების წინ, მე ყველა ჩემთან სახლში სადღესასწაულო სადილზე მივიწვიე, რომელიც უკრაინის და საქართველოს ჰიმნის შესრულებით დავიწყეთ. დღეს უდიდესი დღესასწაულია, ქრისტე დაიბადა! ხვალ ოდესისკენ! ", – წერს სააკაშვილი თავის Facebook-გვერდზე.