საზოგადოება
„მიშელი და მე ვუსურვებთ ბედნიერ შობას მართლმადიდებელ ქრისტიანებს აშშ–სა და მთელ მსოფლიოში“ – ბარაქ ობამა

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მართლმადიდებლებს შობის დღესასწაული მიულოცა.

 „მიშელი და მე ვუსურვებთ ბედნიერ შობას  მართლმადიდებელ ქრისტიანებს შეერთებულ შტატებში და მთელ მსოფლიოში. ამ წმინდა დროს ჩვენ ვზეიმობთ იესო ქრისტეს დაბადების დღეს და ვლოცულობთ მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში. ეს დღე გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ პატივი მივაგოთ ამერიკელი მართლმადიდებელი ქრისტიანების დიდ ღვაწლს ჩვენს პროგრესში, ასევე გვეძლევა შანსი, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს ვალდებულებას რელიგიური უმცირესობების დასაცავად, მათ შორის ქრისტიანული უმცირესობების, რომლებიც ძალიან ხშირად არიან მსხვერპლი ძალადობის და დევნის მთელ მსოფლიოში.  დღეს და ყოველ დღე, ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იტანჯებიან თავდასხმებისა და დისკრიმინაციისაგან, რადგან გვჯერა, რომ აღმსარებლობის თავისუფლება ყოველი ადამიანისათვის დაბადებიდან მინიჭებული უფლებაა და ის სამართლიანი საზოგადოების ერთ-ერთი საფუძველია. ასე რომ , ვუერთდებით ჩვენი მართლმადიდებელი ძმებისა და დების სიხარულს და მათ იმედით აღსავსე ლოცვას მშვიდობისა და სამართლიანობისათვის მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია აშშ პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებაში.