უცხოეთი
საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რწმენა გამოთქვა უკრაინის სიტუაციასთან დაკავშირებით „ნორმანდიული ოთხეულის“ მოლაპარაკებებში პროგრესის თაობაზე უახლოეს თვეებში. ამის შესახებ მან მაგდებურგში, სავაჭრო–სამრეწველო პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მჯერა, რომ „ნორმანდიული ოთხეულის“ მოლაპარაკებებში პროგრესს მივაღწევთ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა მერკელმა.
„ნორმანდიული ოთხეულის" სატელეფონო საუბარი 30 დეკემბერს შედგა, მხარეები "მინსკის შეთანხმების" 2016 წლამდე გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.