უცხოეთი
საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. Brent-ის ტიპის ნავთობის თებერვლის ფიუჩერსის ფასი ლონდონის ბირჟაზე კვლავ რეკორდულად დაეცა და ერთ ბარელზე 33 დოლარი შეადგინა. ეს ყველაზე დაბალი ნიშნულია 2004 წლის შემდეგ.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ნავთობი, ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების გამწვავების მიუხედავად, გაიაფდა, ვინაიდან მიწოდება მოთხოვნილებას კვლავ აღემატება. Citigroup-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, მომდევნო რამდენიმე თვეში ნავთობის ფასი შესაძლოა, 30 დოლარამდე დაეცეს, ვინაიდან აშშ-ს ნავთობის მარაგი ბოლო ხუთი წლის საშუალო ნიშნულს 130 მილიონი ბარელით აღემატება. WTI-ის ნავთობის ფასი ასევე დაეცა. ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე მისმა ფასმა 34.81 დოლარი შეადგინა.