პოლიტიკა
მთავრობა ვეცდებით, რომ ქართული ეკონომიკა დავაწიოთ ქართულ სპორტს“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი.  2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მსოფლიო ჩემპიონმა თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვა, - გამარჯვებული  სპორტის ახალ სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააჯილდოვა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ  პირადად გულშემატკივრობდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, რომელმაც ლოს-ანჟელესში, ურთულეს ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.

 „მინდა, მივესალმო ჩვენს სასიქადულო თანამემამულეებს, რომლებმაც არაერთხელ გვასწავლეს, რა არის სამშობლოს სიყვარული, სიამაყის გრძნობა. ძალიან მიხარია, რომ 2015 წელს ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირი, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ერთ სულ მოსახლეზე მედლების რაოდენობით საქართველო ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, თუ არა ყველაზე პირველი. ჩვენ, მთავრობა, ვეცდებით, ეკონომიკა დავაწიოთ სპორტს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჯილდოები კიდევ 9 ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცათ. ასევე, დაწესებული იყო 5 სპეციალური პრიზი. დაჯილდოების ცერემონიაში მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.