პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი საქართველოში აშშ–ის ელჩ იან კელის შეხვდა

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში აშშ–ის ელჩ იან კელისთან პირველი შეხვედრა გამართა.

 შეხვედრაზე  განიხილეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების ფართო სპექტრი და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები.  საუბარი ასევე შეეხო მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

 იან კელიმ წარმატებები უსურვა გიორგი კვირიკაშვილს და აღნიშნა, რომ აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. 

 „შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ რა გზით უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რა სფეროში ვიქნებით მისთვის ყველაზე საჭირო, რათა იგი წარმატებული გახდეს,“–აღნიშნა იან კელიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.