პოლიტიკა
მერკელი გიორგი კვირიკაშვილს - პრემიერ-მინისტრად დანიშვნას, კვირიკაშვილი კი მთელ საქართველოს შობას ულოცავს

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

 „დარწმუნებული ვარ, ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალშიც დადებითი მიმართულებით განვითარდება. გერმანია დარჩება საქართველოს სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე. გისურვებთ წარმატებებს თქვენი საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებაში. მოხარული ვიქნები, თუ მალე ბერლინში გიხილავთ“, - ნათქვამია ანგელა მერკელის მილოცვის წერილში.

 “მინდა ყველას მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მინდა ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, მომავლის რწმენა” - ასე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა შობის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას.

 გიორგი კვირიკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას მეუღლესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

 “ჩვენმა პატრიარქმა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა ეპისტოლეში. როგორიც არის ოჯახის მნიშვნელობა, როგორიც არის სიყვარულის ნაკლებობა დღევანდელ მსოფლიოში, როგორიც არის რწმენის და სასოების ნაკლებობადღეგრძელობას გისურვებთ და ბედნიერი, მშვიდობიანი და მომავლის რწმენით განსმჭვალული 2016 დამდგარიყოს ყველა თქვენთაგანისთვის”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 საზეიმო წირვის დაწყებამდე გიორგი კვირიკაშვილი  საპატრიარქოს ეწვია და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დამდეგი შობა პირადად მიულოცა.