რედაქტორისგან
ასეთი რამ შეუძლებელია საქართველოში! „მერკელო, სად ხარ?“ – კიოლნში, ჰამბურგსა და შტუტგარტში ასობით გერმანელი ქალი გააუპატიურეს (ვიდეო) – საქინფორმი

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში, 2003 წელს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, ქართველი ხალხის დარწმუნება დაიწყეს იმაში, რომ ქართველები ჭეშმარიტი ევროპელები არიან და რომ ქართველის სახლი ევროპაა, საიდანაც იგი 1921 წელს მოიტაცეს ცუდმა ბიძიებმა – ბოლშევიკებმა, სტალინით სათავეში.

 ევროატლანტიკური ტრენდი შენარჩუნდა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდგომაც, მეტიც – საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ თავი გამოიჩინა დიდი წარმატებებით „ქართველების ევროპეიზაციის“ საქმეში, მოაწერა რა ხელი ევროკავშირთან საქართველოს ასოციაციის შეთანხმებას. თუმცა, 2016 წელს ვიზალიბერალიზაციის მისაღებად და ევროპაში თავისუფლად მგზავრობისთვის, როგორც უწინ დავდიოდით სოხუმსა და ცხინვალში, ასევე, იმისათვის, რომ საქართველო ევროპელებისთვის ნამდვილად ასოცირდებოდეს ევროპასთან, და არა ხანჯლებთან, ხინკალსა და ულვაშიან ველურ მთიელებეთან, ჩვენ კიდევ ბევრი ძალისხმევა გვმართებს. ქართველებს ხომ ხელისუფლებამ ჩაუნერგა, რომ სსრკ–ში 70–წლიანი ხეტიალის შედეგად ჩვენ გვარიანად გავველურდით და არადემოკრატიულ აზიელებად ვიქეცით. „ევროპა – ესა ცივილიზაცია, რომელიც, პირველ რიგში, დემოკრატიაა! დემოკრატია კი – ეს ადამიანთა უფლებები და სახელმწიფოს მიერ მათი დაცვაა!“ – ამუნათებენ „ველურ“ ქართველებს –კავკასიელებს ევროპელი მენტორები და ჩვენც, სირცხვილით თავდახრილნი, ვაღაირებთ ჩვენს „ჩამორჩენილობას“ და მხურვალედ ვიფიცებთ, რომ გამოვსწორდებით...

 თუმცა, რა მდგომარეობაა ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით თავად „განათლებულ ევროპაში“? განა გუშინ იქ არ აღინიშნებოდა ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაში მომხდარი მოვლენების წლისთავი?! რა ხდება „დემოკრატიისა და ცივილიზაციის ციტადელში“ – ევროკავშირის ქვეყნებში, საითკენაც თავქუდმოგლეჯილი მიისწრაფვიან საქართველო და უკრაინა? რატომაა, რომ მაგალითად გერმანიაში, კიოლნის მერი ჰენრიეტა რეკერი მოუწოდებს დაიცვან არცთუ დემოკრატიული „მოქცევის კოდექსი“ ქალებისათვის – მაგალითად, დაიცვან ხელის გაწვდენამდე დისტანცია გარეშე ადამიანებისგან, ღამით არ იარონ მარტოებმა, აუცილებლობის შემთხვევაში დახმარების თხოვნით მიმართონ გამვლელებს და მაშინვე შეატყობინონ ხელისუფალთ თავდასხმის შემთხვევების შესახებ?!

 საქმე ისაა, რომ  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ახალი წლის ღამეს, კიოლნში, დომის მოედანზე, დომის ტაძრის წინ და ცენტრალურ ვაგზალზე, ათასობით მამაკაცი – არაბები და აფრიკელები, თავს აბეზრებდნენ გამვლელ ქალებსა და არასრულწლოვან გოგონებსაც: უსირცხვილოდ უფათურებდნენ ხელებს, ხელს ტაცებდნენ მკერდსა და ფეხებზე, უხეშად ეპყრობოდნენ, ტანსაცმელსა და ქვედა საცვლებს ახევდნენ, აიძულებდნენ ორალურ სექსს, აუპატიურებდნენ, ძარცვავდნენ, შემდეგ კი აბუჩად იგდებდნენ – პეტარდებსა და ბენგალურ ცეცხლს ესროდნენ! ეს ყველაფერი ასობთ პოლიციელის თვალწინ ხდებოდა, რომლებსაც ჩარევის შეეშინდათ, მოძალადეთა რაოდენობრივი უპირატესობის გამო (იხ. ვიდეო, რომელსაც შლიან).

 იგივე, ოღონდ შედარებით ნაკლებ მასშტაბებში მოხდა ჰამბურგსა და შტუტგარტში, ამიტომ ამჟამინდელ საახალწლო ღამეს, ასობით გაუპატიურებული გერმანელი ქალის გამო „გრძელი ხელების ღამე“ უწოდეს... ტუროპერატორები შოკში არიან: ტურისტებს არ სურთ რისკის გაწევა და მასობრივად უარს ამბობენ გერმანიაში გამგზავრებაზე, ჩრდილოაფრიკული გარეგნობის მამაკაცები კი მსგავსი „აქციის“ გამეორებას ფინეთში - ჰელსინკში აპირებენ.

 პოლიციაში შესული ასობით განცხადების მიუხედავად, ხელისუფლება 4 იანვრამდე ცდილობდა, მიეჩქმალა მომხდარი, მაგრამ ამბავმა გაჟონა სოცქსელებში და უკიდურესად აღაშფოთა გერმანელები: ადგილობრივი მცხოვრები ქალები საპროტესტო აქციით გამოვიდნენ და კანცლერ ანგელა მერკელისგან რადიკალური ზომების მიღებას ითხოვდნენ, ბევრს ხელში ეჭირა პლაკატები წარწერით „მერკელო, სად ხარ?“.

 საქინფორმისთვის უცნობია, სად იყო იმ დროისათვის მერკელი – შესაძლოა მილოცვას წერდა საქართველოს ახალ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისთვის, ან, შესაძლოა, ჭკუას ასწავლიდა პრეზიდენტ პუტინს – თუ როგორ უნდა მოიქცეს უკრაინაში...

 სამაგიეროდ, საქინფორმმა ზუსტად იცის, რომ ქალთა გაუპატიურებასთან დაკავშირებული    ზემოაღწერილი მოვლენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა გერმანიაში, შეუძლებელია მომხდარიყო საქართველოში! საქინფორმი დარწმუნებულია, რომ ქართველ პოლიციელებს არ შეეშინდებოდა მათი გერმანელი კილეგებისგან დანსხვავებით - ისინი არ დაიწყებდნენ მასობრივი გაუპატიურების ცქერას და თავის მოვალეობას შეასრულებდნენ - მიუხედავად დამნაშავეების რიცხობრივი უპირატესობისა!

 მაშ, ვინ ვისგან უნდა ისწავლოს დემოკრატია და ტოლერანტობა?! შესაძლოა, ქართველებმა არ იციან სიტყვა „გენდერი“, მაგრამ, სამაგიეროდ, ქართველები არ აუპატიურებენ ქალებს მოედნებსა და ეკლესიების წინ! ქართველების გალანტურობა და რაინდობა, რომლებიც ყველა ქალს – ქართველს და არაქართველს, ცოლებს, დედებს, დებს, საყვარლებსა და მეძავებსაც კი - დიდგვაროვანი ქალბატონივით ეპყრობიან, დიდი ხანია ლეგენდად იქცა, ამიტომ ქართველები კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ ევროკავშირში შევლენ, საითკენაც, „რატომღაც“ არ ისწრაფვიან მეზობლები – აზერბაიჯანი და სომხეთი!  რათა კვლავაც არ აღმოჩნდნენ რაიმე ქაქში...

საქინფორმის რედაქცია