პოლიტიკა
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საპატრიარქოში  საზეიმო ტრაპეზზე  იმყოფებოდნენ, რომელიც პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა.

 გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს.

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი,  ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, პატრიარქის იუბილისადმი მიძღვნილ ჯემალ სეფიაშვილის საშობაო - შემოქმედებით საღამოსაც დაესწრნენ.

საშობაო შემოქმედებითი საღამო „მიყვარხართ“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 83-ე წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიებას მთავრობის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრნენ.

პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტის შემდგომ, საპატრიარქოში  გამართულ საზეიმო ტრაპეზზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.  მათ  პატრიარქს  დაბადების დღე მიულოცეს.