უცხოეთი
საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა. მიზეზი  თეირანში საუდის არაბეთის დიპლომატიური მისიის შენობაზე დემონსტრანტების  თავდასხმა გახდა.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თეირანში მომხდარი ფაქტი საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევაა. მისი ინფორმაციით, დიპლომატიური მისიის  თანამშრომლები ირანს უახლოესი 48 საათის განმავლობაში დატოვებენ. მათი ევაკუაცია უკვე დაწყებულია.

ირანში საუდის არაბეთის დიპლომატიური მისიის შენობაზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯილ 48 ტერორისტს შორის ცნობილი შიიტი სასულიერი პირი ნიმრ ბაქრ ალ-ნიმრიც იყო.

აქციის მონაწილეები საელჩოში შეიჭრნენ და სანამ პოლიცია მათ შეჩერებას მოახერხებდა, ცეცხლი წაუკიდეს შენობას.