სამართალი
„ლონდონის სასამართლომ დაადასტურა ოჯახის პრეტენზიების მართებულება ბატონი ჩხარტიშვილის მიმართ“ – ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის განცხადება

  საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. „ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების ნაწილი ვანო ჩხარტიშვილის მიერ მითვისებულ იქნა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან სულ რამოდენიმე კვირაში“, - ნათქვამია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ვანო ჩხარტიშვილი ყოველმხრივ ცდილობდა ბრიტანეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგის თავიდან აცილებას, რის გამოც იმავე ქონებაზე სამოქალაქო სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მისი ცნობა სადავო აქტივების მესაკუთრედ. თუმცა ამა წლის 18 დეკემბერს, ბრიტანულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი კუთვნილი აქტივების ნაწილი უკანონოდ იქნა მითვისებული ვანო ჩხარტიშვილის მიერ. სასამართლომ ვანო ჩხარტიშვილი დაავალდებულა აუნაზღაუროს აქტივების უკანონო მითვისებით მიყენებული ზიანი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს.

გთავაზობთ აღნიშნული გადაწყვეტილებიდან მოსამართლის, ბ-ნი პიტერ სმიტის მსჯებლობების ფრაგმენტებს:

ვანომ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა აქტივებივანომ იცოდა, რომ აქტივები ეკუთვნოდა ბადრისვანოს მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენდა ბადრის აქტივების ჩუმად მითვისება”...

და ბოლოს, ბ-ნი ჩხარტიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი და ბუნდოვანი ინფორმაციის გამო თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია.

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახს არაერთხელ მოუწია მათი კანონიერი უფლებების დაცვა და ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ-ნი ჩხარტიშვილის მიმართაც დადასტურდა ოჯახის პრეტენზიების მართებულება“, – ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.