საზოგადოება
მძღოლთა დაჯარიმების 100–ქულიანი სისტემა ჯერ არ ამოქმედებულა

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი წლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შეფასების 100–ქულიანი სისტემა ამოქმედდა, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა თეა პერტაიამ გააკეთა."2016 წლის 1 იანვრიდან მართვის მოწმობაზე მინიჭებული შეფასების ე. წ. 100 ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის გახილვის საგანია და ჯერ მხოლოდ კანონპროექტის სახითაა წარმოდგენილი. ეს იმას ნიშნავს,რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი , რომ მართვის მოწმობებთან მიმართებაში მსგავსი რეგულაცია ფუნქციონირებდეს, არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი კანონის ძალას მიიღებს, დაიწყება ფართომასშტაბიანი საინფორმაციაო კამპანია და შესაბამისად, ამის თაობაზე თითოეული მძღოლი ინფორმირებული იქნება",- აღნიშნავს პერტაია.