უცხოეთი
ირანს თავის შემადგენლობაში აზერბაიჯანის დაბრუნებაც სურს

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ოფიციალურმა ბაქომ ბოლოსდაბოლოს აღადგინა აზერბაიჯანული კანონების მოქმედება ბაქოს გარეუბან ნარდარანში. სოფლის თავზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დროშა ფრიალებს. სპეცოპერაციას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. დაიღუპნენ როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ასევე დასახლებული პუნქტის მცხოვრებლები, რომლებმაც შეიარაღებული წინააღმდეგობა გაწიეს. ნარდარანში აქამდე პოულობენ იარაღსა და საბრძოლო მასალებს.

ის, რომ ბაქოს გარეუბანი – ნარდარანი მრავალი წელია ფაქტობრივად „დამოუკიდებელ“ ტერიტორიას წარმოადგენდა, ყველამ იცის. ბევრი მას „პატარა ირანსაც“ უწოდებდა. აქ შარიათის კანონების მიხედვით ცხოვრობდნენ, ადგილობრივი აქსაკალები ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.