უცხოეთი
დონალდ ტრამპი ბარაქ ობამასა და ჰილარი კლინტონს „ისლამური სახელმწიფოს" შექმნაში ადანაშაულებს

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. „BBC"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა ბიზნესმენმა, რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მისისიპის შტატში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ექსტრემისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს" შექმნაში დაადანაშაულა.

დონალდ ტრამპი ანალოგიურ ბრალდებას ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონსაც უყენებს.

 „მათ შექმნეს „ისლამური სახელმწიფო". ჰილარი კლინტონმა ეს ბარაქ ობამასთან ერთად გააკეთა. დიახ, ობამასთან ერთად", - განაცხადა ტრამპმა.