საზოგადოება
,, კვირიკაშვილი ძალიან წარმატებული პრემიერი იქნება, მაგრამ მოუწევს გუნდის განახლება...“ - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ტელეარხ „GDS”-სის გადაცემა „2030“-ში ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ახალ პრემიერ - მინისრტზე გიორგი კვირიკაშვილზე: შინაგანად ასეთი მოწესრიგებული და დაბალანსებული პიროვნება იშვიათად მინახავს. მე საკუთარ თავთანაც იგივე მოთხოვნა მაქვს - მორალს დიდ ანგარიშს ვუწევ და ვცდილობ, საკუთარ თავთან და შესაბამისად იმ საზოგადოებსთან, რომელიც ჩემს ირგვლივაა და მთლიანად ქვეყნის წინაშე. ყველა ნაბიჯს ამ მიმართულებით ძალიან ვზომავ და ვწონი...

 მე ვფიქრობ რომ ის ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრია და აქვს დიდი პერსპექტივა, რომ დაეხმაროს საქართველოს იმ მიმართულებით განვითარებაში, რომელიც ჩვენმა გუნდმა აირჩია. კვირიკაშვილი კარგი ეკონომისტი და ფინანსისტი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ მისი საგარეო საქმეთა მინისტრობა ჩემთვის აღმოჩენა იყო. ეს თავად მისთვის, ევროპელებისა და ამერიკელებისთვისაც აღმოჩენა გახლდათ. გიორგის დიპლომატიური მოღვაწეობის გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ ამის საოცარი უნარი გამოავლინა. ეკონომიკურ გუნდთან ერთად, მას ხშირად ვხვდებოდი, რადგან სახელმწიფო და კომერციული პროექტების განხილვაში აქტიურად ვმონაწილეობდი. გვქონდა კონსულტაციები, თუმცა, თავს არავის არაფერს ვახვევდი.

 ახალი პრემიერისათვის უმთავრესი ამოცანა იქნება გუნდის მიერ არჩეული კურსის შენარჩუნება, რომელიც მანამ მოჩვენებითი იყო. მან უნდა გააღრმავოს სწრაფვა ევროპისაკენ. გიორგი კვირიკაშვილი იყო გუნდის წევრი, ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრის რანგშიც იყო. მას გაუჩნდა სურვილი, რომ როგორც პრემიერმა, ახალი თანამდებობიდან კიდევ ერთხელ შეაფასოს გუნდი და ამის შემდგომ გააკეთოს გადახალისება. ის რომ არ მომხდარა სასწრაფო და მყისიერი ცვლილებები, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ღარიბაშვილი იყო წარმატებული პრემიერი, გუნდი იყო ძირითადად სწორად დაკომპლექტებული, თუმცა გუნდი ყოველთვის საჭიროებს კორექტირებას. უნდა გავყვეთ განვითარებას, ცვლილებები პროცესია და ამ პროცესს ვერ აცდება ვერც კვირიკაშვილი და მასაც მოუწევს, ალბათ, გუნდის განახლება. რა რაოდენობით და როდის - ეს მისი გადასაწყვეტია“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.