პოლიტიკა
„გვსურს უზრუნველვყოთ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობით პირველ სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.

 „უახლოეს მომავალში დავიწყებთ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან.  მინდა, ვთხოვო ბიზნესომუბდსმენ გიორგი გახარიას, რათა უახლოეს მომავალში გაუკეთოს ორგანიზება შეხვედრას საქმიან წრეებთან. მინდა, რომ შეხვედრაზე იყვნენ  არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესმენები, არამედ მოვიწვიოთ ახალი სახეები, ძალიან ბევრი ახალი მეწარმე და ბიზნესმენია და მინდა მათ შევხვდე. ასევე, უახლოეს დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორს და მოვისმენთ მათ წინადადებებს, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტიანი და გამჭვირვალე“,–აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 მთავრობის სხდომაზე ნოემბრის თვის მონაცემები წარმოადგინა ეკონომიკისა და მდრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 „სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარი ზრდა,  ეს არის 5,3%, რაც კარგი ძალიან მაჩვენებლია ნოემბრის თვის. წლიური გადაანგარიშებით ეს ნიშნავს, რომ ჩვენ 3%–იან ზრდაზე  გავალთ წლევანდელ წელს. არის რამდენიმე დარგი, სადაც განსაკუთრებით დიდი ზრდა  გვაქვს: მშენებლობა– 30%–იანი ზრდა გვაქვს, მეტალურგიული პროდუქტების წარმოება–30%–იანი ზრდა, სამთო მოპოვებითი მრეწველობა 15 %–იანი ზრდა, სასტუმროებში და რესტორნებში გვაქვს 10%–იანი ზრდა და საფინანსო შუამავლობაში გვაქვს 9%–იანი ზრდა“,–განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.