სამართალი
„მურუსიძის არჩევა არც მე მომწონს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებებში ხელისუფლების ჩარევა დაუშვებელია” - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ტელეარხ „GDS”-სის გადაცემა „2030“-ში ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებაში ძალზედ რეზონანსულ თემას - ლევამ მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას - შეეხო: ჩვენ საშუალება მივეცით მთელ სასამართლო კორპუსს, რომ გათავისუფლებულიყო ძველი წნეხისგან და რაც მთავარია, არ ჩარეულიყო ახალი ხელისუფლება სასამართლოს მმართველობაში და ჩვენ ამას მივაღწიეთ...

 უკეთესი იყო, რომ გირგვლიანის თემასთან ასოცირებული პიროვნებისთვის არ მომხდარიყო ვადის 3 წლით გაგრძელება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და ხელისუფლების არც ერთ შტოს არ აქვს ჩარევის უფლება.

 ქართული ოცნების ერთი ნაწილი მურუსიძის დანიშვნას აკრიტიკებს. მეორე ნაწილს არ მოსწონს, მაგრამ იქვე ამბობს, რომ ეს სასამართლო სისტემის გადასაწყვეტია. მეც აქ ვარ. მურუსიძის არჩევა არ მომწონს. ის გირგვლიანის საქმესთან, ყველაზე დიდ ტრაგედიასთანაა ასოცირებული, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სასამართლოს გუნდმა უნდა გადაწყვიტოს. გარედან კარნახი დაუშვებელია“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.