სამართალი
„მეუღლის ძმა, რომელსაც 17 წელი ჰქონდა მისჯილი, სასწრაფოდ გაათავისუფლა შეწყალების წესით პრეზიდენტმა“ – ბესელია

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი.  „პრეზიდენტის მეუღლის ძმა, რომელსაც 17 წელი ჰქონდა მისჯილი და სულ სამი წელი ჰქონდა მოხდილი, სასწრაფოდ გაათავისუფლა შეწყალების წესით პრეზიდენტმა. მაკა ჩიჩუას ძმაზეა საუბარი”, – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაქართული გაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 “მე ვიცი ერთი ოჯახი, რომელიც სერიოზულ პრეტენზიებს აყენებს, რადგან პრეზიდენტის მეუღლის ძმა, რომელსაც 17 წელი ჰქონდა მისჯილი, და სულ სამი წელი ჰქონდა მოხდილი, სასწრაფოდ გაათავისუფლა შეწყალების წესით პრეზიდენტმა. მაშინ ახალი დანიშნული იყო ელისაშვილი. ის ოჯახი ძალიან სერიოზულად აპროტესტებს ამას და ითხოვს ამ თემებზე საჯარო განცხადებებს. ერთ-ერთი კითხვა, მაგალითად, არის რა კრიტერიუმებით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, იყო სხვა რაიმე მოტივაცია თუ არა. მაკა ჩიჩუას ძმაზეა საუბარი. არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც მივიდა ეს ოჯახი, ანუ დაზარალებული ოჯახი. მეც დამიკავშირდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ითხოვა ამ ფაქტზე ჩემი რეაგირება. მე უბრალოდ ვსვამ საკითხს რომ შევისწავლოთ ეს გარემოებაც, ისევე როგორც სხვა ფაქტები: რა სტანდარტებით ხდებოდა შეწყალების კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღება.” ინტერვიუ სრულად იხილეთ ქართული გაზეთის” ოთხშაბათის ნომერში.