პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დაპირებები იყო ზოგ შემთხვევაში გადაჭარბებული, მაგრამ ყოველთვის იყო გულწრფელი!“- პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 31 დეკემბერი, საქინფორმი.  გიორგი კვრიკაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის რეფორმა უნდა გაგრძელდეს და მოხდეს მისი დახვეწა.

 "საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა არ არის იდეალური, სჭირდება დახვეწა, საჭიროებაზე ორიენტირებული, დიფერენცირებული უნდა გახდეს და უნდა იყოს გამოყენებული საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელები. დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ ამ სულისკვეთებას, რეფორმის დახვეწის თვალსაზრისით. ამ რეფორმამ უდიდესი ცვლილება მოიტანა ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. რეფორმა გასაგრძელებელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სადაც შესაძლებელია, სახელმწიფომ სწორი მიმართულებები მისცეს რეფორმას მოხდეს მისი დახვეწა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების მიზეზი ფუნდამენტური იყო და არა ის დაპირებები, რომლებსაც კოალიცია გასცემდა.

 "დაპირებები იყო ზოგ შემთხვევაში გადაჭარბებული, მაგრამ იყო გულწრფელი. თუმცა, ხელისუფლების ცვლილების მიზეზი ეს არ ყოფილა. ხელისუფლების ცვლილება შექმნილმა მძიმე ვითარებამ განაპირობა. ხელისუფლების ცვლილებების მიზეზი იყო ფუნდამენტური და გრძნობს მოსახლეობა, რითაც ჩვენი ხელისუფლება განსხვავდება წინამორბედისგან. ჩვენ ვაჩვენეთ სამი წლის განმავლობაში მაგალითი, როგორ უნდა მოუსმინო შენს მოსახლეობას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.