სამართალი
„პრეზიდენტი იმყოფება თავის რეზიდენციაში და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან არ უნდა დაისვას“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავის რეზიდენციაში იმყოფება და მისი რეზიდენციიდან გამოსახლების საკითხი მთავრობის მხრიდან არ უნდა დაისვას.

 როგორც ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ სხდომაზე, ნინო გოგუაძის კითხვის შესაბამისად, კვირიკაშვილმა განაცხადა, ის პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემს და შესაძლებლობის შემთხვევაში, როცა უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდება, დაესწრება.

 „რაც შეეხება გამოსახლების კამპანიას, არ ვიცი, რომელ კამპანიაზე საუბრობთ?!. ცალკეულ პოლიტიკურ ფიგურებს აქვთ უფლება, განცხადებები გააკეთონ, მაგრამ ეს გემოვნების საკითხია. მე რომ პრეზიდენტის ადგილას ვყოფლიყავი, მივიღებდი თუ არა, იგივე გადაწყვეტილებას? - ალბათ, პოლიტიკურ გუნდსაც ანგარიშს გავუწევდი, თუმცა, პრეზიდენტი იმყოფება თავის რეზიდენციაში და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან არ უნდა დაისვას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.