უცხოეთი
საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. სააგენტო „ფრანს პრესის" ვერსიით, რომელმაც 2015 წლის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა, პირველი ადგილი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაიკავა. მეორე ადგილზე AFP-ს ჟურნალისტებმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაასახელეს. სააგენტოს ცნობით, უკრაინაში კონფლიქტის გამო შემოღებული ანტირუსული სანქციების შემდეგ, პუტინი დიპლომატიურ სცენას სირიის ომში ჩართვით დაუბრუნდა.
გამოკითხვაში მესამე პოზოციაზეა რომის პაპი - ფრანცისკი. რეიტინგში შევიდნენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი და ფიფა–ს ექს–ხელმძღვანელი იოზეფ ბატლერი. აშშ–ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა გავლენიანი პოლიტიკოსების სიაში წელს ვერ მოხვდა.