უცხოეთი
საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. მორიგი ინფორმაცია ისლამური სახელმწიფოს ტერორისტის აბუ ომარ ალ შიშანის შესახებ - რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ერაყის ტერიტორიაზე კირკუკის პროვინციაში ამერიკელმა სპეცრაზმელებმა წარმოშობით პანკისელი ტერორისტი, იგივე თარხან ბათირაშვილი, აიყვანეს.
რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ბათირაშვილთან ერთად დაკავებულია ისლამური სახელმწიფოს კიდევ ორი საველე მეთაური. გავრცელებულ ინფორმაციას ვაშინგტონი ამ დრომდე არ ადასტურებს.
ერაყის ჯარებმა კი ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ქალაქ რამადიზე კონტროლი აღადგინეს. მათ ისლამური სახელმწიფოს მიერ მიტაცებული მთავრობის შენობა დაიბრუნეს. ბოლო თვეების განმავლობაში ქალაქში ტერორისტული დაჯგუფების შტაბი იყო განლაგებული, რომელიც უკვე აღარ არსებობს.