რელიგია
31 დეკემბერს, 1-ელ და 2 იანვარს მარხვა თევზით ხსნილი იქნება

 საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. 27 დეკემბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და მრევლს კურთხევა მისცა, 31 დეკემბერს, 1-ელ და 2 იანვარს მარხვა თევზით გაახსნილონ.

 „მოახლოვდა შობა. ზოგიერთი ტაძრიდან გვატყობინებენ, რომ ხალხი ითხოვს დილას ჩაატარონ ლოცვა. ეს შეიძლებაღამით ატარებენ და დილასაც. ასე რომ, თუ ხალხის მოთხოვნაა, უნდა შევუსრულოთ ეს თხოვნა,” – დასძინა ილია მეორემ.

 სამების საკათედრო ტაძარში წირვა ღამე ჩატარდება. 21.00 საათზე დაიწყება საღამოს ლოცვა, შემდეგ 23.00 საათზე შობის შეხვედრა და ღამის 12 საათის შემდეგ – საშობაო ლიტურგია.