პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი თანამშრომლებს დაემშვიდობა (ვიდეო)

 საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ირაკლი ღარიბაშვილთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს და მას მადლობა გადაუხადეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის (ვიდეო იხ. აქ).

 ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატება უსურვა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

 „მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ვიცი, რომ ბევრი ღამეები გაქვთ გათენებული ჩვენი ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვის. კარგია, რომ ბევრი რამის გაკეთება შევძელით, მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. მინდა, ყველას წარმატება გისურვოთ, გეკეთებინოთ ბევრი კეთილი საქმე ჩვენი ქვეყნისთვის. მთავარია ვიყოთ გულწრფელები ჩვენი საქმის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამშრომლებთან დამშვიდობებისას.