პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებას არ გამორიცხავს

 საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კვირიკაშვილის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ის ამ ეტაპზე პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას უცვლელად წარუდგენს.

 "პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მე მომეცემა საშუალება, უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან, ღრმად და დეტალურად გავეცნო თითოეული სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას, მათ სტრატეგიას, გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემს. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება", - ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.