საზოგადოება
„მეგონა, რომ იმ ოჯახიდან გამოვიდოდა ნორმალური ქართველი ინტელიგენტი..." - რობერტ სტურუა - პრეზიდენტ მარგველაშვილზე, ღარიბაშვილზე და „ნაციონალებზე“ (ვიდეო)

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. გამოჩენილი ქართველი რეჟისორი, რუსთაველის სახ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მუშაობას აფასებს. განცხადება, სტურუამ "იბერიის" ეთერში, გადაცემა "პრიორიტეტებში" გააკეთა. მისი თქმით, ის კარგად იცნობს გიორგი მარგველაშვილის მშობლებს და მას ეგონა , რომ "იმ ოჯახიდან გამოვიდოდა ნორმალური ქართველი ინტელიგენტი", თუმცა სტურუა ამბობს,რომ ის შეცდა და გიორგი მარგველაშვილიც ჩაერთო პოლიტიკურ ინტრიგებში. შეფასებისას რეჟისორმა პრეზიდენტს "უსუსური"-ც უწოდა.

 რობერტ სტურუასთვის უცნობია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზები და შეიძლება ითქვას, რომ "არც აინტერესებს". „მე მეწურება იმედი საქართველოში ნორმალური ქვეყნის შემქნისა!“ - ამის შესახებ გაცხადება ქართველმა რეჟისორმა იგივე გადაცემის ეთერში გააკეთა. სტურუა მიიჩნევს, რომ ასეთი ტრადიცია, რაც თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წასვლას გულისხმობს, ძალიან კარგია. სტურუამ განაცხადა, რომ საქართველოში არსებული გაუთავებელი პოლიტიკური კინკლაობა აგონებს ერთ ფრანგულ რომანს, სადაც ერთ-ერთი პატარა ქალაქის მერი ხსნის საჯარო ტუალეტს და ამის გამო იქმნება უამრავი პოლიტიკური პარტია და ერთმანეთს კლავენ. რეჟისორი ამბობს, რომ ასეთივე სურათია საქართველოშიც. მისი თქმით, დღეს საქართველოში "ყველა ვართ კორუმპირებული და ზნეობა წაშლილი" (ვიდეო იხ. აქ).