საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. ლარი კინგის პროგრამაში გამოსვლისას, აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ბოდიში მოუხადა სერბეთს ყველა იმ სიავისთვის, რაც მას ამერიკამ მოუტანა. „კლინტონებმა ქაოსი მოაწყვეს ბალკანებზე და კოსოვოში. ნახეთ, რა დღეში ჩავაგდეთ სერბეთი დაბომბვებით უსაფრთხო სიმაღლიდან. ეს სერბები კი ამერიკელ მფირნავებს მეორე მსოფლიო ომში სიკვდილისგან იხსნიდნენ... დიდი შეცდომაა, რომ ჩვენ ვბომბავდით ხალხს, რომელიც ჩვენი მოკავშირე იყო ორ მსოფლიო ომში. კლინტონებს ეს წარმატებად მიაჩნიათ, ჩემთვის კი ეს სამარცხვინოა!
ბოდიშს ვუხდი სერბებს ამერიკული პოლიტიკის ყველა შეცდომისთვის. ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩვენ ამ სიბოროტის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების მქონე მოკავშირეები გვჭირდება, ევროპაშ კი ესენი სერბები და რუსები არიან. თუ ამერიკას სათავეში ჩავუდგები, შეიცვლება საგარეო–პოლიტიკური კურსი, რომელიც აქამდე ხშირად იყო მცდარი“, – განაცხადა ტრამპმა.