პოლიტიკა
„ღარიბაშვილს არ უთქვამს, რომ თანამდებობას ტოვებდა. ივანიშვილი აქტიურად არის ჩართული " - ვანო მაჭავარიანი

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს განვითარების ფონდის წევრი ვანო მაჭავარიანი ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში ფორსირებულად იქნა მიღებული.

მაჭავარიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე 3–წლიანი მმართველობის შესახებ ისაუბრა და არ უთქვამს, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებდა.

ფონდში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი არჩევნებისთვის ემზადება და საკადრო ცვლილებებიც სწორედ ამას უკავშირდება. მაჭავარიანი ფიქრობს, რომ მიმდინარე პროცესებში ბიძინა ივანიშვილი აქტიურად არის ჩართული. 

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებაში გუშინ ერთად გამოჩნდნენ. ყოფილი პრემიერები  გიორგი კვირიკაშვილის დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ.