პოლიტიკა
7 დღის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერის ახალ კანდიდატს დაასახელებს

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი.  ამის შესახებ ბიუროს გუშინდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმ განაცხადა.

 "7 დღის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა გამოკვეთოს მომავალი პრემიერმინისტრობის კანდიდატი, წარუდგინოს პრეზიდენტს, რომელიც კანდიდატს ოფიციალურად წამოაყენებს. პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებას დაიწყებს. დანიშვნის მომენტამდე დღევანდელი მთავრობა, პრემიერი, მინისტრები მუშაობას აგრძელებენ",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 "რამდენიმე კანდიდატი დასახელდა, ბატონები კვირიკაშვილი, ბახტაძე, დიმიტრი ქუმსიშვილზეც იყო საუბარი. ყველას მონდომებულია, რომ გადაწყვეტილებები იყოს ძალიან სწრაფად მიღებული", - აღნიშნა განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ სანიკიძემ