საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმემ გააკეთა.
“წმიდა სიდონია, რომელმაც უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სვეტიცხოველში განისვენებს, მისი დედა სინოდის სხდომამ წმინდანად შერაცხა, ილია მართლის ხსენება ორჯერ განაწესა. ასევე კიდევ ერთი ახალი წმინდანი შერაცხეს”, – განაცხადა მეუფემ.
მიტროპოლიტ ზოსიმეს თქმით, წმიდა სინოდის სხდომაზე განიხილეს მეუფე სპირიდონის ყოფილ ეპარქიაში საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებულ საგანამანთლებლო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაც. გადაიხედებასაპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სკოლების დაფინანსების საკითხი.
“გადაიხედება ეს საკითხი და თანხების გადანაწილება მოხდება”, – აღნიშნა მეუფე ზოსიმემ, რომლის თქმითაც, ეპარქიებში ცვლილებები არ განხორციელდება.