საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. თურქული CNN-ის ინფორმაციით ტერორისტულ აქტს თურქეთში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია მედიასაშუალებამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
გარდაცვლილი აეროპორტში დაშავებული ორი თანამშრომლიდან ერთ–ერთია. 30 წლის ქალს თავის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეორე დაჭრილი კვლავ კლინიკაში რჩება.
აფეთქება გოგჩენის სახელობის აეროპორტში, გამთენიისას, თურქული ავიაკომპანიის პეგასუსის კუთვნილი ლაინერის დასუფთავების დროს მოხდა.
გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, რამ გამოიწვია აფეთქება. განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის ტერაქტიც. მომხდარის გამო აეროპორტის შესასვლელში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. რეისები კი ჩვეულ რეჟიმში სრულდება.
ჯერჯერობით უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზი.
თურქული მედიის ცნობით, მომხდარის გამო აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა.