აქტუალური
საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტის - „მხარი მხარს“ ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემოწმება და მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. ამჟამად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ გამგზავრებამდე IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ასეულის ფსიქოლოგიური შემოწმება მიმდინარეობს. შემოწმებას ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ფსიქოლოგიური მონიტორინგისა და მხარდაჭერის სამმართველოს ფსიქიატრები და კლინიკური ფსიქოლოგები ატარებენ. პროცედურა აშშ-ში აპრობირებული პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება, რასაც თან ინდივიდუალური გასაუბრება ახლავს.