რელიგია
საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ჩატარებულ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც სანდრო გირგვლიანის და ირინე ენუქიძის სულის მოსახსენებლად აღევლინა. საქართველოს პრეზიდენტს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ირინე ენუქიძის დაჯილდოებისთვის.
პანაშვიდს ასევე დაესწრნენ სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრები, მეგობრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.