საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი გააანალიზებს ამერიკის მხრიდან "არამეგობრული ხაზის გაფართოებას" და საპასუხო წინადადებებს შეიმუშავებს.
შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები ევროსაბჭომაც კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა, რომელიც ძალაში გუშინ შევიდა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ქვეყნის ფინანსურმა უწყებამ სიაში დამატებით 34 ორგანიზაცია და ინდივიდუალური პირი შეიყვანა.
შავ სიაში მოხვდა რუსეთის სახელმწიფო ბანკის, "ვითიბის" შვილობილ ქვეგანყოფილებებს უკრაინაში, ყაზახეთსა და ევროპაში. ასევე, "სბერბანკისა" და "ვი-თიბი"-ს არასახელმწიფო საპენსიო ფონდები.
შეერთებული შტატები სანქციების გაუქმებას მანამ არ აპირებს, სანამ მოსკოვი მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას არ შეასრულებს.