საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ორგანიზაცია „ჩერნოგორიის მართლმადიდებელი ეკლესიის“ საიტზე გამოქვეყნებულია ცნობა იმის შესახებ, რომ მასთან „ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს წარმომადგენელი დანიელ კიკნაძე“.
ამასთან, ნათქვამია, რომ კიკნაძემ განუცხადა „ჩერნოგორიელ ხალხს, რომ თუ სურს ძლიერი სახელმწიფო ჰქონდეს, მაშნ ძლიერი ეკლესიაც უნდა ჰქონდეს“. მან ასევე განაცხადა, რომ ის იმსახურებს იწოდებოდეს „ჩერნოგორიის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ მიტროპოლიად“.
სინამდვილეში ამჟამად კიკნაძეს არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და უწმიდეს პატრიარქ ილია მეორესთან.
საიტი „ანტიგანხეთქილების“ მონაცემებით, მთელი ცხოვრების განმავლობაში კიკნაძემ მრავალი განხეთქილების ჩამომგდები იურისდიქცია შეიცვალა და ამჟამად იწოდება „რომის, პარიზისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტად“ ე. წ. „საბერძნეთისა და სრულიად ელადის ძველი კალენდარის უწმინდესი სინოდის“ შემადგენლობაში.