რელიგია
საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. 2015 წლის13 დეკემბერს, ანდრეა პირველწოდებულის ხსენების დღეს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, გაიმართა სადღესასწაულო ღონისძიებები, რომელიც მიეძღვნა მართალი იოანე კრონშტატელის წმინდანად შერაცხვის 25-ე წლისთავს.
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის დელეგაცია მიტროპოლიტ სერაფიმეს თაოსნობით მიწვეული იყო აღნიშნულ ღონისძიებებზე. მღვდელი ალექსანდრე (კურტანიძე) და დეკანოზი ზურაბ (პაპიძე) დაჯილდოვდნენ წმ. ვლადიმერის სახელობის მედლებით.