უცხოეთი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭო პანკისის ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკების ყოფნას უარყოფს

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. 61-ე შეხვედრა ერგნეთში საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაციული ინფორმაციით დასრულდა.

დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში იმ ბოევიკების კონცენტრაცია ხდება, რომლებიც სირიაში ისლამური სახელმწიფოს“ მხარდასაჭერად იყვნენ, ახლა კი პროვოკაციების მოწყობას საოკუპაციო საზღვრებთან ცდილობენ, რაც, შესაძლოა, გატაცებებით და ცეცხლის გახსნით დასრულდეს.

ოფიციალური თბილისის განცხადებით, დე ფაქტო მთავრობის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია და რეალობას არ შეესაბამება. შეხვედრაზე დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა მათ მიერვე 2013 წელს შეწყვეტილი სამმხრივი შეხვედრების განახლებაზეც ისაუბრა.