უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - „თურქეთმა გადაწყვიტა, ამერიკელებს ერთი ადგილი აულოკოს“

  საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. თუ ვინმემ თურქეთის ხელმძღვანელობაში გადაწყვიტა ამერიკელებს ერთი ადგილი აულოკოს, არ ვიცი, ეს ამერიკელებს სჭირდებათ თუ არა, - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა  ვლადიმერ  პუტინმა თურქული ავიაციის მიერ რუსული "სუ-24"-ის ჩამოგდების ინციდენტზე საუბრისას გააკეთა.

 მისი თქმით, "სუ-24"-ის ჩამოგდებით ანკარამ "მტრული აქტი" განახორციელა. როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი ის ქვეყანა არ არის, რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ რეგიონს დატოვებდა. მისი თქმით, თურქული ავიაციის ქმედებების შემდეგ რუსეთმა სირიაში სამხედრო პოტენციალი გაზარდა და საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-400-ი განალაგა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე თურქული თვითმფრინავები სირიის საჰაერო სივრცის მუდმივად არღვევდნენ.

 მისი მოსაზრებით, თურქეთში "მცოცავი" ისლამიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომლის გამოც ათათურქი "საფლავში გადაბრუნდებოდა".