პოლიტიკა
დასვამს თუ არა ოპოზიცია ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარის - ზურაბ ხარატიშვილის თანამდებობიდან წასვლის საკითხს? არასაპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის შემადგენლობა უნდა შეცვალოს.
ამის მიუხედავად, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ცესკო სხვა პრინციპით უნდა დაკომპლექტდეს და კომისიის თავმჯდომარეც უნდა შეიცვალოს.
ხელისუფლება ამ ეტაპზე ზურაბ ხარატიშვილის შეცვლაზე არ საუბრობს. თუმცა ეს საკითხი იმ საარჩევნო ჯგუფშიც დადგება, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე არასამთავრობო სექტორთან ერთად მუშაობს. საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში, სადაც ოპოზიციური რვიანი და ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან, ოპოზიცია ცესკოს ხელახალი წესით დაკომპლექტებას მოითხოვს.
რა ნიშნით დაკომპლექტდება ახალი ცესკო, ეს პრინციპი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.