საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. მომხდარის შესახებ საკუთარი თვალსაზრისი ფეისბუქის გვერდზე რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო და ბეჭდვითი დეპარტამენტის დირექტორმა მარია ზახაროვამ გამოთქვა.
„უყურეთ ავაკოვისა და სააკაშვილის ჩხუბის ამსახველ ვიდეოს რეფორმების საბჭოს სხდომაზე? სულაც არ არის სასაცილო.
სამწუხაროა, როცა უკრაინის სკოლებში რუსულ ენას კრძალავენ, მინისტრი და გუბერნატორი კი ერთმანეთს რუსულად აგინებენ. გაუგებარია, როგორ გააგრძელებს მრავალეთნიკური უკრაინა ცხოვრებას, როდესაც მოქმედი ხელისუფლების ისეთ ფანატსაც კი, როგორიც სააკაშვილია, ქვეყნიდან წათრევისკენ მოუწოდებენ, საცოდავი მიშიკო კი, რომელმაც ამერიკელებს შეჰფიცა ერთგულება, ირწმუნება, რომ უკრაინელია. წარმოიდგინეთ, რა ბედი ელით დონბასელ რუსებს ასეთი მმართველების პირობებში“ – აღნიშნა ზახაროვამ.