უცხოეთი
სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნა უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა! – პუტინი

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. „თქვენ ახლა პოლიტიკური მოღვაწეების ექსპორტით დაკავდით, ისინი აქტიურად ფუნქციონირებენ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკაში – დამოუკიდებელ უკრაინაში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიდ პრესკონფერენციაზე გუშინ, 2015 წლის 17 დეკემბერს, ქართული ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

 „როგორც ვხედავთ, ამ ხალხს არ შეუცვლია მუშაობის სტილი! ჩემი აზრით, ეს უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა! სააკაშვილს არ მისცეს სამუშაო ვიზა აშშ–ში. უკრაინაშ გაგზავნეს, დაე იქ იუფროსოს! და იქ ის აქტიურად ფუნქციონირებს... 45 მილიონი ადამიანიდან ვერ შეძლეს 5–10 წესიერი, პატიოსანი, ეფექტიანი მმართველის გამოძებნა? ეს ხომ უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა!“– განაცხადა რუსეთის ლიდერმა.