უცხოეთი
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის საქმეა. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ – პუტინი

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. „საქართველოს განადგურების ისტორიული ბრალი მთლიანად ამ ქვეყნის ყოფილი ავანტიურისტულ ხელმძღვანელობას აკისრია. რუსეთი არ ყოფილა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების დეგრადაციის ინიციატორი!“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიდ პრესკონფერენციაზე გუშინ, 2015 წლის 17 დეკემბერს, ქართული ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

 „ჩვენ არ ვართ სიტუაციის გაუარესების მიზეზი. ყოფილ ხელისუფლებას და ექსპრეზიდენტ სააკაშვილს არ უნდა მიეღოთ ის ავანტიურისტული გადაწყვეტილებები, რომელმაც ქვეყანა ტერიტორიულ დანაწევრებამდე მიიყვანა. ეს არის მათი ბრალია! ეს ისტორული ბრალია და მთლიანად მათ აკისრიათ!“ – აღნიშნა პუტინმა.

 „რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად და მასთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად“, – განაცხადა ასევე რუსეთის პრეზიდენტმა. „ჩვენ მზად ვართ ურთიერთობების აღდგენისათვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა პირველ რიგში, ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხების საქმეა.მათტან უნდ ავიმუშაოთ. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, რუსეთი „ხედავს სიგნალებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან და ეს სიგნალები მიღებულია. ყუადღება მიაქციეთ, საქართველოს ღვინისა და ღვინის მასალების ორი მესამედი რუსეტის ბაზარზე მიდის და არა სადმე, შორეულ უცხოეთში. ამ პროდუქციას ჩვენ ვიღებთ!“, – თქვა პუტინმა.

 „რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მზად ვართ მისი გაუქმებისათვის“, – განაცხადა პუტინმა.