უცხოეთი
საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ზაფხულიდან მოყოლებული არცერთი წარმატებული ოპერაცია არ ჩაუტარებია არც ერაყში და არც სირიაში. მან უწინ კონტროლირებადი ტერიტორიების 40% დაკარგა, – განაცხადა ორშაბათს აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.
„ზაფხულიდან მოყოლებული, ისლამურმა სახელმწიფომ ვერცერთი წარმატებული ოპერაცია ვერ ჩაატარა სირიასა და ერაყში“, – განაცხადა მან უშიშროების ნაციონალური საბჭოს სხდომის შედეგების შეჯამებისას პენტაგონში.