უცხოეთი
საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. კიევის პოდოლსკის რაიონის სასამართლომ ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორის იგორ კოლომოისკის სარჩელი დააკმაყოფილა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილის მიერ ტელეარხ “1+1”-ის ეთერში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ოდესის გუბერნატორის ეს განცხადება ათი დღის ვადაში უნდა იყოს უარყოფილი.
2015 წლის ივლისში ტელეარხ „1+1“-ის ეთერში სააკაშვილმა კოლომოისკი ოდესის პორტში კონტრაბანდულ საქმიანობაში დაადანაშაულა. მან შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის პირობაც დადო.