საზოგადოება
„ცენტრ პოინტის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა

aqcia-centrpointiდღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ სამშენებლო კომპანია„ცენტრ პოინტის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მათი პრობლემების გაშუქებას ითხოვენ. საამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტმა“ მათი უფლებები დაარღვია. „შეჩერებულია მშენებლობები. ცენტრ პოინტის კლიენტების დიდი ნაწილი ამჟამად უსახლკაროდ დარჩა. ამის შემდეგ გამოჩნდა „ცენტრ პოინტის“ დაქვემდებარებაში არსებული კომპანია „დექსუსი“, რომელიც ჩვენი ბინების მშენებლობის გაგრძელებისთვის დამატებით თანხებს გვთხოვს“, - აცხადებენ მომიტინგეები. მათი თქმით, 10 იანვარს აღმაშენებლის გამზირზე „ცენტრ პოინტისგან“ დაზარალებული კლიენტები კომპანია „დექსუსის“ შენობის წინ მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავენ.