უცხოეთი
პრემიერ-მინისტრმა იცენიუკმა სააკაშვილს „გასტროლიორი“ უწოდა და „უკრაინიდან წათრევა“ მოსთხოვა - სერგეი ლეშჩენკო

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ავაკოვისა და სააკაშვილის დაპირისპირების დეტალებს იხსენებს, „პეტრო პოროშენკოს ბლოკის" დეპუტატი სერგეი ლეშჩენკო. მისი ინფორმაციით, ავაკოვმა სააკაშვილს ჭიქა ესროლა და უკრაინიდან წასვლა ურჩია. „პოლიტიკური ომი მწვავდება", - აღნიშნავს ლეშჩენკო.

 „დაიწყო ჩხუბი, ავაკოვმა სააკაშვილი დაადანაშაულა, რომ ის თავადაა ქურდი. სააკაშვილმა თქვა, რომ მას არაფერი გააჩნია, გარდა პატიოსანი სახელისა. ავაკოვი კი ყვირილზე გადავიდა: წაეთრიე ჩემი ქვეყნიდანო. მწყობრიდან გამოსულმა, სააკაშვილს ჭიქა ესროლა“, - წერს ლეშენკო.

მისი თქმით, კონფლიქტში პრემიერი არსენი იაცენიუკიც ჩაერთო.

 „პრემიერმა იაცენიუკმა სააკაშვილს „გასტროლიორი“ უწოდა და მას უკრაინიდან წასვლა მოსთხოვა. სააკაშვილმა კი აღნიშნა, რომ ის უკრაინის ისეთივე მოქალაქეა, თუმცა, იაცენიუკისაგან განსხვავებით, ქვეყანა არ გაუძარცვავს. ეს ყველაფერი პრეზიდენტ პოროშენკოს თვალწინ მოხდა, რომელიც მხარეებს ამშვიდებდა, შემდეგ კი სხდომა დახურა“, - აცხადებს დეპუტატი.