უცხოეთი
საქინფორმის გაფრთხილებები კვლავაც მართლდება - ავაკოვმა სააკაშვილს წყალი შეასხა და შეშლილი პოპულისტი უწოდა!

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ უკრაინის შს მინისტრმა არსენი ავაკოვმა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიხეილ სააკაშვილს წყალი შეასხა. ინციდენტი უმაღლეს რადაში რეფორმების ნაციონალური საბჭოს სხდომის დროს მოხდა, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თანდასწრებით. შსს-ს ხელმძღვანელი დაინტერესდა სააკაშვილის კავშირის თაობაზე რუსული კომპანია „Уралхим”-ს ხელმძღვანელ დმიტრი მაზეპინთან, რომელიც თითქოსდა „ოდესის საპორტო ქარხნის“ შესყიდვას აპირებდა. აი რას წერს ავაკოვი თავის Facebook- გვერდზე:

 „კითხვაზე, რატომ ჰქონდა სააკაშვილს ურთიერთობა ურალხიმის რუს ოლიგარქთან ოდესის საპორტო ქარხნის პრივატიზაციაზე, ოდესის გუბერნატორმა თავზე კონტროლი დაკარგა. ისტერიკაში ჩავარდა და ყვირილი დამიწყო. თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და სახეში წყალი შევასხი. დიდი ხანია არ მინახავს ასეთი შეშლილი პოპულისტი... არაფრის თქმის საშუალებას არ იძლეოდა, ყველას აწყვეტინებდა, მათ შორის, პრეზიდენტსაც.

 ქარხანა ღიად უნდა გაიყიდოს - დასავლურ სახელოვან კომპანიაზე და არა ოფშორზე რუს ოლიგარქზე, რომელთანაც ლაპარაკობენ ჩინოვნიკები, რომლებიც ხმამაღალ ფრაზებს არიან ამოფარებულები. საჭირო იყო სააკაშვილისთვის პასუხის გაცემა. სააკაშვილი - ყბედია, რომელიც არაფერზე პასუხს არ აგებს. კორუმპირებულები უნდა დააპატიმრო, და არ უნდა ილაპარაკო მასზე თვეობით. თუ საყვარელიძე არ არის დაკავებული ამ ქარხნით? რა შუაშია აქ სააკაშვილი?“