საზოგადოება
უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე საბაჟოზე ჩემოდნით დააკავეს, რომელშიც 4 მლნ დოლარი იდო!

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის შს მინისტრი არსენი ავაკოვის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე შსს-ს რეფორმისთვის გათვალისწინებული ფულის დატაცებაზე გამოიჭირეს. ამის შესახებ თავის ბლოგზე ვიტალი ზახარჩენკო ჰყვება, რომელიც ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობისას მილიციას ედგა სათავეში.

 „კიდევ ერთი მაგალითი ევროპული, სრულიად პატიოსანი და მოუსყიდავი შსს-ს პიკანტური მუშაობიდან. ორი კვირის წინ, შს მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე თავის მეუღლესთან საფრანგეთში ჩავიდა და ბავშვის გაჩენას იქ აპირებს. ბორისპოლის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ის ფულით სავსე ჩემოდნით დააკავეს, რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები 4 მილიონი აშშ დოლარი იყო. შესაბამისი ორგანოების კითხვაზე, ქალბატონმა ზღულაძემ თვალის დაუხამხამებლად უპასუხა, რომ ჩემოდანში მისი პირადი ნივთები ინახებოდა, ხოლო ფული საფრანგეთში სამედიცინო მიზნებისთვის სჭირდებოდა.

 ეკა ზღულაძემ ავაკოვთან სატელეფონო ზარის საშუალებით, ბორისპოლის აეროპორტის მესაზღვრეებს 4 მილიონი დოლარი გაატარებინა. ავაკოვი მესაზღვრეების უფროსს ეკონტაქტებოდა, რომელსაც, რა თქმა უნდა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) უსმენს.

 ამის შემდეგ, სიტუაცია ისე განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო - СБУ-ს დირექტორმა გრიცაკმა გასცა ბრძანება, დაედგინათ აღნიშნული თანხის წარმომავლობა, რის შედეგადაც მას მოახსენეს, რომ აშშ-მ ქალბატონ ზღულაძეს, სამართალდამცავ ორგანოებში რეფორმების ჩასატარებლად, 10 თუ 14 მილიონი აშშ დოლარი გადასცა, რომელიც მან და ავაკოვმა ჯიბეში ჩაიდეს“, - წერს ზახარჩენკო.