საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და დევნილ ე. წ. აფხაზეთის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. მემორანდუმის თანახმად, ორი უწყება გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ერთობლივი ღონისძიებებით ხელი შეუწყონ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების ჯანმრთელობის დაცვას, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, მათ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, სამსახურსა და აფხაზეთის მთავრობის ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას ვეტერანთა სამართლებრივი უფლებების განმტკიცების მიზნით, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანთათვის ერთობლივი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით რეგიონებში გასვლით სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს და მედიკამენტებით უფასო უზრუნველყოფას; სპორტის ხელმისაწვდომობისათვის პირობების შექმნას, სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვეტერანთა ტურნირების ჩატარებას, მხარეების პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი შესაძლებლობებით ჰუმანიტარული, კულტურული, საგანმანათლებლო, ჯანდაცვითი, ეკონომიკური და სხვა სოციალურ ეკონომიკური დანიშნულების პროექტების შემუშავებას და განხორციელებას.

მხარეთა შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფების ჩამოყალიბდება, რომელიც უზრუნველყოფს ამ მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგსა და კოორდინაციას.