საზოგადოება
„გავულამაზოთ დღეები ბავშვებს და მათ მშობლებს“ - ამ საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში ონკოლოგიური პრობლემების მქონე პატარების ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
იქ წარმოდგენილ ნამუშევრებს განსაზღვრული ღირებულება არ ჰქონდა, ამიტომ მსურველს მათი შეძენა ნებისმიერ ფასად შეეძლო. გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად ბავშვებისთვის წინა საახალწლო საჩუქრების შეძენას მოხმარდება.